Accentnews.ge
გამყრელიძე 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციაზე წასვლის მსურველებს რეკომენდაციით მიმართავს

გამყრელიძე 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციაზე წასვლის მსურველებს რეკომენდაციით მიმართავს

09/06/2020 16:50:03 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციების ზემიწევნით დაცვის შემთხვევაში, „ყველაფერი შესაძლებელია“,– ამის შესახებ გამყრელიძემ 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა დასაშვები, რომ ხელისუფლებამ აქციის გამართვის მსურველებს ნებართვა არ მისცეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის არგუმენტით.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერი დიდი თავყრილობა რისკის შემცველია, მაგრამ თუ იცვება ძირითადი რეკომენდაციები: პირბადეების ტარება, 2–მეტრიანი დისტანცია და სხვა ჩვენი რეკომენდაციები [დისტანცია, პირბადე, ჰიგინა], ყველაფერი შესაძლებელია. არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე, ერთმანეთს ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. ამას კარგა ხნით უნდა გადავეჩვიოთ“,– განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ქვეყანაში მშვიდი ვითარება შენარჩუნდება.

ცნობისთვის: ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S