გამყრელიძის რეკომენდაციები შეზლონგებთან დაკავშირებით
09/06/2020 16:31:30 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციის თანახმად, ზღვაზე დასვენების მსურველებმა თუ აუზზე სტუმრობისას მოქალაქეებმა შეზლონგებთან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
„წყლით [COVID-19–ის] გადადება არ ხდება. საფრთხილოა თავად ზედაპირი: ვთქვათ, შეზლონგები, ვინმემ იხმარა, რომელიც შეიძლება, იყო ინფიცირებული და გარკვეული ხანი დაჰყო... ჩვენი რეკომენდაციაა, შეზლონგები ხმარების შემდეგ კარგად უნდა დამუშავდეს სველი ტილოთი და გირჩევთ, რომ ერჯერადი ქაღალდის გადასაფარებლები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, როდესაც ავადმყოფი შემოდის გასასინჯად. ეს უნდა უზრუნველყოს ბასეინი იქნება თუ სანაპიროს შესაბამისმა მენეჯმენტმა“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


