Accentnews.ge
რას სთავაზობენ აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე covid-19–ის გამო არ დაიშვებიან

რას სთავაზობენ აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე covid-19–ის გამო არ დაიშვებიან

09/06/2020 12:28:12 საზოგადოება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირების გამო არ დაიშვებიან, გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ.

როგორც მიცკევიჩმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა, რომ ეროვნული გამოცდები გამეორდეს, არ ყოფილა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების გამეორების პრეცენდენტი არ ასებობს. როგორც წინა წლებში, წელსაც იქნება რაოდენობა აბიტურიენტების, რომლებიც ვერ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას. ასეთი აბიტურიენტები გვყავდა წინა წლებშიც სხვადასხვა მიზეზების და მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. წელსაც მათთვის გადავადებული იქნება და გამოცდაში მონაწილეობას ისინი მომავალ წელს მიიღებენ“,- განაცხადა მიცკევიჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S