Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მიმართავს

09/06/2020 11:48:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს, რომლებიც გეგმავენ, რომ შვილებს ერთიან ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას საგამოცდო ცენტრთან დაელოდონ, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო ცენტრებთან მშობლების დისტანცია 1.5-2 მეტრი უნდა იყოს.

„მოწოდებაა მშობლებთან - მესმის, ყველა ნერვიულობს, განიცდის, როდესაც შვილი შესულია გამოცდაზე. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ, მაშინ არ იყო პანდემია. დღეს პანდემიაა, ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ. როდესაც ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია 1.5-2 მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S