სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გიმართა
09/06/2020 11:36:11 საზოგადოება
სპორტდარბაზების გახნის მოთხოვნის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის პოლიტიკური მოძრაობა “გირჩიც” შეუერთდა.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ვარჯიში ჯანმრთელობაა და ჯანსარი ცხოვრების წესის აკრძალვა უარეს შედეგებს მოიტანს. ზურა ჯაფარიძის თქმით, სპორტულ დარბაზებს მთავრობა გაუგებარ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, უკრძალავს საშხაპეებისა და კონდიციონერების გამოყენებას და დარბაზში 10 ადამიანზე მეტის დაშვებას
“დარბაზს თუ გახსნით, ბანაობა არ შეიძლებაო და 10 კაცზე მეტი არ დაიშვებაო. კონდიციონერი გამორთულია, ვენტილაციას ვერ აკეთებ” – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდიდან შეძლებს ფუნქციონირეაბას სპორტული დარბაზები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების აღდგენა შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიანი გეგმის მე-6 საფეხურზე უნდა მომხდარიყო, რომელიც სასტუმროების გახსნასაც ითვალისწინებდა.


