Accentnews.ge
„რაც "ფაბრიკაში" ვნახე, ბევრად უფრო მომატებული რისკია“

„რაც "ფაბრიკაში" ვნახე, ბევრად უფრო მომატებული რისკია“

09/06/2020 11:25:00 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე ისევ არსებობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდნონ ხალხმრავალ ადგილებს.

ამ კონტექსტში მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოები გაიხსენა, რომელზეც "ღვინის ქარხანასა" და "ფაბრიკაში" ხალხმრავლობა იყო ასახული.

"ძალიან გთხოვთ, ნუ გავთამამდებით და დავიცვათ რეკომენდაციები... ბევრად უფრო მომატებული რისკია, რაც იმ დღეს "ფაბრიკაში" და "ღვინის ქარხანაში" ხდებოდა [ფეისბუკში ვნახე], ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე იმიტომ, რომ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში სამი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი კვების ობიექტები და გასართობი დაწესებულებები. ღია დაწესებულებებზე შეზღუდვა ერთი კვირის წინ მოიხსნა, ხოლო დახურულ სივრცეებზე – 8 ივნისს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S