უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
09/06/2020 08:02:36 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
რაც შეეხება თბილისს, 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


