“Forbes” ვიდეორგოლს უძღვნის უსაფრთხო ქალაქებს, რომელშიც პირველ ადგილზე თბილისია და მეშვიდეზე ბათუმი
09/06/2020 07:46:01 საზოგადოება
თბილისი საქართველოს დედაქალაქია და იგი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომელიც ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. საქართველომ ძალიან სწრაფად მიმართა იმ ზომებს, რომელთა წყალობითაც ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნდა. ქვეყანაში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში, – ნათქვამია “Forbes”–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორი როდრიგესი აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. მისივე თქმით, თბილისი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.
“გარანტირებულია, ამ ქალაქის ნახვის შემდეგ იტყვით “WOW”!”, – წერს როდრიგესი.
მისი თქმით, “საქართველოს აქვს უფრო მეტი საწოლი საავადმყოფოში თითოეულ მოსახლეზე, ვიდრე შვედეთსა და დანიას, ხოლო თბილისი ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალის მაჩვენებლით) ვიდრე პარიზი ან ლონდონი".
საქართველოს გარდა, აღნიშნულ ოცეულში მოხვდა საბერძნეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ავსტრიის, სლოვენიის და კიდევ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქები და ქალაქები.


