რუსთავში COVID-19 ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა
09/06/2020 07:31:57 საზოგადოება
რუსთავის "ცხელების ცენტრში" მოთავსებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულია 22 წლის ქალი, რომელიც ცენტრში საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, ახალგაზრდა ქალი ერევნიდან დაბრუნდა, სადაც სწავლობდა.
„საკარანტინო სივრცეში ყოფნისას ტემპერატურა დაუფიქსირდა და გადმოიყვანეს „ცხელების ცენტრში“. ლუგარის ლაბორატორაში ბიოლოგიური მასალა გადავაგზავნეთ და დღეს დილით მას ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა",– განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ამჟამად პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისად ფასდება.


