ახალი პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
09/06/2020 06:08:04 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულ ახალ რვა პაციენტს შორის სამი მედიკოსია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს”, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუის 818 შემრთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 პირი გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.


