საქართველოში COVID-19–ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
09/06/2020 05:57:52 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი. ჯამში გამნკურნებულ მოქალაქეთა რაოდენობა 686-ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 2 902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
კორონავირუსით ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.


