"თბილისი პრაიდის" ოფისს საღებავები შეასხეს
08/06/2020 13:25:10 საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" ოფისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა საღებავები შეასხეს. ოფისთან უკვე რამდენიმე დღეა, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ მოთხოვნით, ორგანიზაციამ დროშა ჩამოხსნას.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობას, სადაც პრაიდის ოფისი მდებარეობს, დღეს საღებავები და კვერცხები დაუშინეს.
თაბაგარი ამბობს, რომ პოლიციამ თავდამსხმელებს სურათები გადაუღო და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა მათ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
"პოლიციამ შეამჩნია, თუ ვინ გააკეთა ეს და ფოტოებიც გადაუღეს, ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. თუმცა ბევრი ისეთი საქმეც გვინახავს, როდესაც გამოძიება შორს არ წასულა", - აღნიშნა თაბაგარმა.


