Accentnews.ge
რას სთავაზობს სახელმწიფო პირს, რომელსაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია

რას სთავაზობს სახელმწიფო პირს, რომელსაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია

08/06/2020 13:20:52 საზოგადოება

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. წესის დარღვევა სავარაუდოდ, 20–ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება ნაცვლად 50–ლარიანისა.

განიმარტა, რომ პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო არ არის, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ, საჯარო სივრცეში თავშეყრისას.

გარდა ამისა, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, ის არ დაჯარიმდება.

მისი თქმით, ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაშივე შემუშავდება:

„რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაიწეროს და დარეგულირდეს ეს საკითხები. ამიტომ, ეს არავის უნდა დააწყვეს მძიმე ტვირთად და გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არ შეეზღუდოს არც მიმოსვლის თავისუფლება და არც შესაბამისი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S