Accentnews.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა ცხრა პირს სურს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა ცხრა პირს სურს

08/06/2020 12:33:19 საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში ცხრა პირი მონაწილეობს.

მსურველთა შორის არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე, ზაურ ხალილოვი.

კანდიდატებმა მეურვის თანამდებობაზე გია იაკობაშვილი, ქეთი მსხილაძე და ნინია კაკაბაძე უნდა ჩაანაცვლონ.

საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს თითოეული ახალი წევრი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს - მინიმუმ 76 ხმით. თუკი პირველ კენჭისყრაზე სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევა ვერ მოხერხდება, კანდიდატები თავიდან უნდა დასახელდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S