Accentnews.ge
რა პროდუქციასა და სერვისზე პროგნოზირებენ ფასების კლებას

რა პროდუქციასა და სერვისზე პროგნოზირებენ ფასების კლებას

08/06/2020 12:35:17 საზოგადოება

მას შემდეგ რაც მსოფლიოში Covid-19 გაჩნდა, პროდუქციის ნაწილი, მაგალითად, როგორიცაა სადეზინფექციო საშუალებები, ძალიან გაძვირდა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი თუ მომსახურება Covid-19-ის შემდეგ გაიაფდება.

გთავაზობთ, ჩამონათვალს რა პროდუქციასა და სერვისზე პროგნოზირებენ ფასების კლებას:

სასტუმროს სერვისი

პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ტურიზმის სფეროს. იმ ქვეყნების ნაწილმა, სადაც Covid-19-ით ინფიცირების დღიური შემთხვევები მკვეთრად შემცირდა ტურისტებისთვის საზღვრები უკვე გახსნა. თუმცა ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს გარკვეული წესების დაცვა კვლავ ევალება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიის გამო 2020 წლის ზაფხულზე ქვეყნები ვიზიტორებს იმ რაოდენობით ვერ მიიღებენ, როგორც ეს სპანდემიამდე იყო.

„სასტუმროებს უფრო მცირე რაოდენობის სტუმარი ეყოლება, ვიდრე ეს Covid-19–ის გავრცელებამდე იყო. იმისათვის, რომ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ, სასტუმროებს მოუწევთ ნომრებსა და სერვისებზე ფასების დაწევა“, – აცხადებს ეკონომისტი მილოშ ჯორჯევიჩი.

სურსათი

Covid-19–ის გავრცელების პირველ ეტაპზე გაზრდილი მოთხოვნის გამო შეიძლება, ზოგიერთ ქვეყანაში წარმოიშვა რიგი საკვები პროდუქტების დეფიციტი, რამაც ამ პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Covid-19–ის შემდეგ ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდება.

„სადღეისოდ მომარაგება იზრდება, მაგრამ მოთხოვნა იგივე რჩება. შესაბამისად, ჩემი აზრით, სურსათი გაიაფდება“, – აცხადებს Imagisales Solutions–ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომისტი სადიპ სამადარი.

ტანსაცმელი

პანდემიის გამო მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში ტანსაცმლის მაღაზიები 2-3 თვის განმავლობაში იყო დაკეტილი. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ რიგმა ქვეყნებმა მაღაზიები გახსნეს, თუმცა მომხმარებელს სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ევალება. როგორც საცალო ვაჭრობის კომპანია Amperity–ს ვიცე–პრეზიდენტი აცხადებს, პანდემიის შემდეგ ტანსაცმელზე ფასები შემცირდება.

„დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტანსაცმელზე ფასები კლება იქნება“, – განაცხადა ჯორდან ელკინდმა.

ბრილიანტი

პანდემიამ ბრილიანტის ფასზეც მოახდინა ზეგავლენა. გასულ თვის მონაცემებით, ბრილიანტის ფასი 4,5%–ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.

საოფისე ფართი

პანდემიის გამო უამრავმა კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელთა უმეტესობამ ონლაინ–რეჟიმში იმუშაოს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მცირე მეწარმე იძულებული გახდა, ბიზნეს–საქმიანობა შეეწყვიტა. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით საოფისე ფართების ფასმა უნდა დაიწიოს“, – აცხადებს Intelligent Economist–ის ექსპერტი პრატიკ აგარვალი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 406 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 000 000–ს გადააჭარბა, 3 463 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 810-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S