Accentnews.ge
საელჩო ბრიტანეთში გამგზავრების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

საელჩო ბრიტანეთში გამგზავრების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

08/06/2020 11:10:59 საზოგადოება

დღეიდან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესული ყველა პირი 14-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში საქართველო საელჩო "ფეისბუქ"–გვერდზე ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, თითოეული პირი ვალდებულია, შესაბამისი ფორმის შევსებით წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. მათთვის, ვისაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მთავრობა „შესაბამის სივრცეს გამოყოფს“.

როგორც საელჩოში განმარტავენ, წესების დამრღვევი პირები მკაცრ სასჯელებს დაექვემდებარებიან.

„ვინც აღნიშნული ზომების დაცვაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა ქვეყანაში არ შემოუშვან; განხორციელდება თვითიზოლაციის წესის დაცვის ადგილზე გადამოწმება; ყველა პირი, ვინც ამ საკარანტინო წესს დაარღვევს, შესაძლოა 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდეს“,- აღნიშნულია გაერთიანებულ სამეფოში საქართველო საელჩო ფეისბუქგვერდზე.

ინფორმაციის თანახმად, 14-დღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება სატვირთო მანქანების მძღოლებზე, სეზონურ აგრო-მუშაკებსა და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალზე.

„გამონაკლისია ასევე ქვეყანაში ირლანდიიდან, ინგლისის სრუტის კუნძულებიდან და მენის კუნძულიდან ჩამოსვლა; ე.წ. საჰაერო ხიდები იმ ქვეყნებთან მიმოსვლისთვის, სადაც დაავადების გავრცელება დაბალია, პირველ ეტაპზე არ ამოქმედდება;

აღნიშნული ზომები მათი გამარტივება/გაუქმების შესაძლებლობის განხილვის მიზნით ყოველ სამ კვირაში ერთხელ გადაიხედება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე https://www.gov.uk

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S