Accentnews.ge
რა პროცედურები უნდა გაიაროთ თვითმფრინავით მგზავრობის დროს

რა პროცედურები უნდა გაიაროთ თვითმფრინავით მგზავრობის დროს

08/06/2020 10:06:06 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, თვითმფრინავში მგზავრები დისტანციის დაცვით უნდა განლაგდნენ. ამასთან, მგზავრები საჰაერო ხომალდზე ნიღბების გარეშე არ დაიშვებიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. ამასთან, თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით და ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი.

„3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი,“-აღნიშნულია რეკომენდაციებში.

პროცედურები გაფრენის ტერმინალში/დარბაზში

ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);

შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

პროცედურები თვითმფრინავში:

თვითმფრინავში მგზავრები დაიშვებიან დამცავი ნიღბებით. 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას უნდა გქონდეთ სათადარიგო ნიღბები;

მგზავრთა განლაგება უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

თვითმფრინავში შესვლისას, გთხოვთ დროულად დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და ყურადღებით გაეცნოთ ეკიპაჟის წევრების მითითებებს;

იკრძალება 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება წინასწარ შეფუთული/დალუქული საკვები და სასმელი პროდუქტები;

დაუყოვნებლივ მიმართეთ პერსონალს, თუ აფრენის შემდეგ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, აღმოგაჩნდებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟის მიერ განთავსდებით იზოლირებულად და გაგეწევათ შესაბამისი მეთვალყურეობა;

ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;

ხომალდიდან გადმოსვლის დროს, დაიცავით გადამყვანი ავიაკომპანიის მითითებები სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილების შესახებ;

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველი რეისის შემდეგ საჰაერო ხომალდი დასუფთავდება სველი წესით და ჩაუტარდება დეზინფექცია.

პროცედურები მოფრენის ტერმინალში/დარბაზში:

ხომალდიდან გადმოსვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განხორციელდება არსებული პროტოკოლის დაცვით;

მოფრენის ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;

მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);

ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ცალკე დერეფანი;

დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია, განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები;

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;

დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;

დამხვედრთათვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S