Accentnews.ge
იმნაძე – COVID-19-ის ვაქცინაზე: „ვისაც სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს“

იმნაძე – COVID-19-ის ვაქცინაზე: „ვისაც სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს“

08/06/2020 09:52:49 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონების შემდეგ შესაძლოა, ყველა მსურველისთვის არ იყოს. ამ კომენტარით

იმნაძემ უპასუხა სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება, საფრთხის შემცველი იყოს.

„მესმის „დაჩიპვა“ ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე?! მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება რომ აიცრას“, - განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S