Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო განიკურნა ცხრა პირი

საქართველოში COVID-19–ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო განიკურნა ცხრა პირი

08/06/2020 06:13:47 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც განიმარტა, ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი. ჯამში გამნკურნებულ მოქალაქეთა რაოდენობა 683-ს გაუტოლდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 2915 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S