Accentnews.ge
შეზღუდვები, რომლებიც 8 ივნისიდან იხსნება

შეზღუდვები, რომლებიც 8 ივნისიდან იხსნება

07/06/2020 20:02:38 საზოგადოება

8 ივნისიდან რესტორნებს დახურული სივრცეების გახსნის უფლება მიეცემათ, თუმცა, სავალდებულო რეკომენდაციებთან ერთად, დახურულ სივრცეებში იკრძალება კონდიცირების სისტემის გამოყენება; სტუმრებს არც მუსიკალური ბენდების მოსმენა შეეძლებათ.

დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სასტუმროებიც. პირბადე და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვიზიტორების მისაღებად აუცილებელი პირობა იქნება.

ფუნქციონირებას განაახლებს საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტიც. სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მოქალაქეთა მომსახურების დროს დისტანციის ნორმები დაიცვან. მძღოლების თქმით, ეს მგზავრთა რაოდენობას შეამცირებს, რამაც, შესაძლოა, ტარიფები გაზარდოს.

თითქმის სამთვიანი იძულებითი პაუზა სრულდება სავალუტო ჯიხურებისთვისაც. ფულის გადამცვლელი ობიექტების თანამშრომლები სამსახურებს ხვალიდან დაუბრუნდებიან. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი მომხმარებლისთვის აქაც აუცილებელი ატრიბუტი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S