იმნაძე: "გასახდელებთან და გარუჯვისას ფრთხილად უნდა იყოთ"
05/06/2020 20:29:18 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სადღეისოდ არსებული მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, ახალი კორონავირუსი წყლით არ ვრცელდება.
"ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ეს არის "ერენემის" ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი. ამიტომ, ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის. ასევე საშიში არ არის აუზზე ბანაობა, მით უმეტეს, იქლორება ყველა აუზი. მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან, ასევე, პლაჟებსა და აუზთან არსებულ სივრცეებთან, სადაც დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს",– განმარტა იმნაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.


