რეკომენდაციები სარკინიგზო ტრანსპორტისთვის
05/06/2020 19:56:27 საზოგადოება
კორონავირუსთან დაკავშირებით, სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება.
ძირითადი რეკომენდაციებია:
- სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში უზრუნველყოფილი იყოს მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი;
- შემუშავდეს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა;
- ინფექციის შემცირების მიზნით სერვისცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით მოხდეს მომხმარებელთა ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
- უნდა შეიზღუდოს მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტებისა და გაზეთების გავრცელება;
- იკრძალება მგზავრებისთვის ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა.
- ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსოს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი; ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
- ასევე, უზრუნველყოს მომსახურე პერსონალი ნიღბებით და გააფრთხილოს მომსახურე პერსონალი იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან.
- რეკომენდებულია ბილეთის წინასწარ, ელექტრონულად შეძენა, რათა თავიდან იყოს აცილებული რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეში ტირბადის ტარება სავალდებულოა.


