სად მუშაობდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც COVID-19–ით გარდაიცვალა
05/06/2020 16:26:45 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, COVID–19–ით გარდაცვლილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არც ერთ კლინიკაში არ მუშაობდა.
„ჩვენ პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგა საშუალო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. ის არ მუშაობდა არც ერთ კლინიკაში, იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


