სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ
05/06/2020 08:59:16 საზოგადოება
6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 მაისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.


