საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 ოთხ პირს დაუდასტურდა
05/06/2020 06:03:59 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 805–მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გაიზარდა გამოჯანმრთელებულ მოქალაქეთა რაოდენობაც. კერძოდ, გასულ დღე–ღამეში კოვიდ–კლინიკები ექვსმა პირმა დატოვა. შესაბამისად, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 650 გახდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 2424 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.


