Accentnews.ge
ანგარიში: საქართველოში COVID–19–ით ინფიცირებული პაციენტებისთვის 4 329 საწოლია მობილიზებული

ანგარიში: საქართველოში COVID–19–ით ინფიცირებული პაციენტებისთვის 4 329 საწოლია მობილიზებული

04/06/2020 12:00:22 საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსიანი პაციენტებისთვის, როგორც კოვიდ 19-ის კლინიკებში, ასევე ცხელების 16 კლინიკაში 4 329 საწოლია მობილიზებული. აქედან, კოვიდ 19-ის კლინიკებში 3 279 საწოლი და ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის 1 050 საწოლი, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ანგარიშის თანახმად, ე.წ. ცხელების კლინიკებში 1050 საწოლიდან ინტენსიური მოვლის საწოლები 162-ია; COVID-19-ის კლინიკებში არსებული 3279 საწოლიდან 878-ია ინტენსიური მოვლის; ხელოვნური სუნთქვის აპარატები კი, ცხელების კლინიკებში 61 ცალი, ხოლო COVID-19-ის კლინიკებში 525-ია.

„რესურსების ოპტიმალურად განაწილებისა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო ე.წ. ცხელებისა და კოვიდის მართვის კლინიკების იდენტიფიცირება თბილისსა და რეგიონებში (კოვიდ კლინიკები). კორონავირუსის შემთხვევების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მართვის მიზნით, 16 მარტს შეიქმნა COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა COVID-19-ის მკურნალობის ეროვნული გაიდლაინი. 26 მარტიდან განხორციელდა საქართველოს მასშტაბით ჰოსპიტალების შერჩევა და მათი სრული დაცლა, ასევე, საჭიროების შესაბამისად, ზოგიერთ მათგანში საწოლფონდის (მათ შორის რეანიმაციული) გაზრდა. აღნიშნული კლინიკები მომზადდა როგორც COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობისთვის, ისე კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების სამართავად. პირველ ეტაპზე შერჩეულ იქნა ინფექციური პროფილის კლინიკები, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ასევე, შემთხვევათა მატების მზადყოფნისთვის მობილიზდა დამატებითი საწოლები თბილისსა და გორში. სულ შერჩეულია 29 კოვიდ კლინიკა თბილისსა და რეგიონებში (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო), რომელთა ჩართვა პროცესში განხორციელდება დაავადების შემთხვევების მატებასთან ერთად, ეტაპობრივად. ამასთან, კლინიკების დაცლისთვის, მათი მოცულობის მიხედვით, გათვალისწინებულია 24, 48, 72 და 96 საათიანი პერიოდები. სულ, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 3 279 საწოლი კოვიდ 19-ის და 1 050 საწოლი (განაწილებული 16 ცხელების კლინიკაში) ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის. ასევე, ბაზისური საჭიროებების შესაბამისად აღიჭურვა და მაისის დასაწყისიდან ფუნქციონირება დაიწყო რუხისა და ბათუმის ახალმა კლინიკებმა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ექიმების მიერ „ონლაინ კონსულტაციით“ მეთვალყურეობა 15 089 მოქალაქეს გაეწია.

„ჰოსპიტალური სექტორის მომზადების პარალელურად, სიცხიანი პაციენტების მიერ სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ჭარბი მოხმარების პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის COVID19-ის მართვაში ეფექტიანად ჩართვის მიზნით, შეიქმნა 112-დან ოჯახის ექიმებთან ცხელებისა და რესპირატორული სიმპტომების მქონე პირებისგან შემოსული ზარების გადამისამართების სერვისი. ამ მოდელის გამოყენების პრაქტიკა ქვეყანას უკვე ჰქონდა 2018 წელს გრიპის ვირუსის და 2019-2020 წლებში გრიპის მაღალი შემთხვევების მართვის დროს. პროგრამაში ჩაერთო პირველადი ჯანდაცვის 25 დაწესებულება თბილისსა და რეგიონებში, ქვეყნის მოსახლეობის სრულად მოცვის მიზნით. 2 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით 112-ზე ცხელებისა და რესპირატორული სიმპტომების გამო შემოსული 16 176 ზარიდან 112-ს რეაგირებისთვის დაუბრუნდა ზარების მხოლოდ 7%, რაც, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით, ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. „ონლაინ კონსულტაციით“ სერვისის ფარგლებში მიმდინარე მეთვალყურეობა გაეწია 15 089 მოქალაქეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S