Accentnews.ge
ანგარიში: მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელია

ანგარიში: მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელია

04/06/2020 11:55:33 საზოგადოება

„ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს“, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, მთავრობის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი საკმაოდ მაღალია.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი. ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 716 858 ადამიანს შეადგენს, აქედან საპენსიო ასაკისაა 762 621 პირი (მთლიანი მოსახლეობის 20.5%). შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 80%, აქედან: 1) გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის - 40%, 2) ქრონიკული რესპირაციული დაავადებებისთვის -22%, 3) სიმსივნეებისთვის - 15% და 4) დიაბეტისთვის - 3%“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S