საქართველოში COVID-19–ის შემთხვევათა რაოდენობამ 800–ს გადააჭარბა
04/06/2020 06:09:18 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამრიგად, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 801–მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ახალი პაციენტი "საბურთალოს კლასტერიდანაა".
გაიზარდა გამოჯანმრთელებულ მოქალაქეთა რაოდენობაც. კერძოდ, გასულ დღე–ღამეში კოვიდ–კლინიკები ოთხმა პირმა დატოვა. შესაბამისად, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 644 გახდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 2424 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.


