"საბურთალოს ე.წ. კლასტერიდან უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოკვლეულია 150-ზე მეტი კონტაქტი"
03/06/2020 09:46:28 საზოგადოება
საქაღთველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საბურთალოს ე.წ.კლასტერიდან ამ დროისთვის უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული.
როგორც გამყრელიძემ "პირველ არხს" განუცხადა, ამ დროისთვის 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ეს პროცესი გრძელდება:
"კონტაქტების კვლევა კიდევ გრძელდება. ჩვენ თითქმის ყველა კონტაქტირებული ადამიანი გამოვიკვლიეთ და ახლა მათი ჩაღრმავებული კვლევა მინდინარეობს. გარკეული რაოდენობა, დაახლოებით 80-მდე გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“.


