Accentnews.ge
მედია – ანალიზების არევის გამო კოვიდ–ინფიცირებული საკარანტინო სივრციდან შეცდომით სახლში გაუშვეს

მედია – ანალიზების არევის გამო კოვიდ–ინფიცირებული საკარანტინო სივრციდან შეცდომით სახლში გაუშვეს

02/06/2020 19:53:53 საზოგადოება

ანალიზების არევის გამო ინფიცირებული მამაკაცი გუდაურის საკარანტინო სივრციდან შეცდომით სახლში გაუშვეს, – იუწყება "Imedinews".

მისივე ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში ინფიცირებული მამაკაცი 31 მაისს დაბრუნდა და ოჯახთან ერთად 2 დღე გაატარა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S