საქართველოში კორონავირუსით მე–13 პაციენტი გარდაიცვალა
02/06/2020 19:34:45 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით მე–13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
გარდაცვლილი 76 წლის მამაკაცია, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. იგი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ვირუსი 9 მაისს დაუდგინდა. როგორც ექიმები აცხადებენ, მამაკაცს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.


