Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

02/06/2020 19:23:58 საზოგადოება

საქართველოში Covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან, 1 საბურთალოს ე.წ. კლასტერის კონტაქტია, 3 კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია.

„დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, 4 შემთხვევა დაგვემატა, ამჟამად სულ 800 შემთხვევა გვაქვს. ახალი შემთხვევებიდან 1 გახლავთ ცნობილი ე.წ. კლასტერიდან, 3 არის ტრაილერის მძღოლი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს 3 შემთხვევა. ისინი იყვნენ კარანტინში და საფრთხეს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში პანდემიის გამო არასოდეს შეჩერებულა სატვირთო გადაზიდვები და ბოლო ერთი კვირაა, საზღვრებზე ტესტირება ინტენსიურად ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S