მღვდელმონაზონი ანდრია აცხადებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები სუს-თან თანამშრომლობენ
02/06/2020 08:27:29 საზოგადოება
მღვდელმონაზონი ანდრია სარია აცხადებს, რომ საპატრიარქოს რიგი წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში მან ბოდბელ ეპისკოპოსზე, მეუფე იაკობზე გაამახვილა ყურადღება.
„მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება, საპატრიარქოს წარმომადგენლების სუს-თან თანამშრომლობის ბრალია: უკვე დამალული და დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს. ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი და ვინ გაბედავს. როდესაც მღვდელმთავარი ასეთ ტონალობაში საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა. საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაირღვევა, დაიშლება. იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის, რომელიც ცხადად ჩანს და მისი მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის, რომ სვამს, ეს ყველამ იცის და არაფერი არაა, თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, სინოდზე ჩემს ან მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ - არა “,- განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ პრესკონფერენციაზე.


