Accentnews.ge
„ახალი წყაროს გაჩენამ ცოტა შიში გამოიწვია, მაგრამ კვლავ ყველაფერი კონტროლს ემორჩილება"

„ახალი წყაროს გაჩენამ ცოტა შიში გამოიწვია, მაგრამ კვლავ ყველაფერი კონტროლს ემორჩილება"

02/06/2020 07:12:24 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.

„ახალი წყაროს ["საბურთალოს კლასტერი"] გაჩენამ ცოტა შიში გამოიწვია, რომ შეიძლება, სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ე.წ. საბურთალოს წყაროს პირველადი კონტაქტები მრავალია, მაგრამ ყველა მოძიებულია, ყველა კარანტინში არის გადაყვანილი და მათ თანდათან კვლევა უტარდებათ. როდესაც 14–დღიანი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში გამოვლინდება დაავადება სხვადასხვა სიმპტომებით, ეს იქნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ პირების გამოკვლევა მაშინვე ჩატარდება, თუ არადა, გამოკვლევების ჩატარება მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლო პეროდისთვის, რომ სწორად შეფასდეს პაციენტების ინფიცირების ხარისხი. ამ შემთხვევაში, ჩატარდება როგორც PCR, ასევე სეროლოგიური კვლევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ამ ორივე მეთოდოლოგიით ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ ინფიცირებული გამოგვეპაროს და ის შემდგომში დაავადების გავრცელების წყარო გახდეს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები: სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S