Accentnews.ge
COVID-19–ის ახალი შემთხვევები მარნეულს უკავშირდება

COVID-19–ის ახალი შემთხვევები მარნეულს უკავშირდება

02/06/2020 06:46:28 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევა მარნეულს უკავშირდება. ორივე პაციენტი სოფელ მარეთიდანაა.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში მიიღეს სამი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მეოთხე კი საეჭვო სიმპტომებით, რომელსაც გამოიკვლევენ. ისინი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან.

„საქართველოში გვყავდა 794 დადასტურებული შემთხვევა, შემოგვემატა მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა ათით და ამჟამად გვყავს 634 გამოჯანმრთელბული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S