ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
01/06/2020 19:45:12 საზოგადოება
საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა მოჭადრაკემ თექვსმეტი შესაძლებლიდან ათი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისს გაიმართა და საქართველოდან სხვასხვა ეტაპებზე სამოცდაათამდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდებს შორის ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხომერიკმა მეოთხე ადგილი დაიკავა.


