ნუცუბიძის ერთ–ერთი კორპუსიდან 24 პირი კარანტინში გადაიყვანეს
01/06/2020 17:57:12 საზოგადოება
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ირკვევა, რომ მედიკოსს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და ე.წ. "საბურთალოს კლასტერს" მიეკუთვნება, კორპუსის მაცხოვრებელთან ჰქონდა კონტაქტი.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც გადაიყვანეს, თავად გამოთქვეს სურვილი, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ, რადგან თავად არ ჰქონდათ თვითიზოლაციაში ყოფნის შესაძლებლობა.


