Accentnews.ge
გამყრელიძე: "კაფეებშიც საჭიროა პირბადეები, ჭამის დროს ვერ იხმართ, მაგრამ აუცილებელია"

გამყრელიძე: "კაფეებშიც საჭიროა პირბადეები, ჭამის დროს ვერ იხმართ, მაგრამ აუცილებელია"

01/06/2020 13:46:51 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დახურულ სივრცეებში, მათ შორის კაფეებში პირბადეების გამოყენება აუცილებელია.

"კაფეებშიც საჭიროა პირბადეები, ჭამის დროს ვერ იხმართ, მაგრამ კაფეებში აუცილებელია, ღია იქნება თუ დახურული. ჭამის დროს არა, მაგრამ საუბრის დროს აუცილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

დღეიდან საქართველოში ღია კაფე-რესტორნები გაიხსნა. ზუსტად ერთ კვირაში კი უკვე დახურული ტიპის რესტორნების გახსნაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S