მზეზე მძლავრი აფეთქებები დააფიქსირეს
01/06/2020 13:45:00 საზოგადოება
მზიური დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) მზეზე 2017 წლის ოქტომბრიდან ყველაზე მძლავრი აფეთქებები დააფიქსირა.
NASA-ს ცნობით, ეს იყო M კლასის აფეთქება, რომელსაც ასტრონომები “მსხვილებს შორის საშუალოდ” კლასიფიცირებენ.
მეცნიერების განცხადებით, მომდინარე გამოსხვივება მეტისმეტად მცირეა ადამიანთა ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედებისთვის, თუმცა საკმარისია ფიჭური კავშირისა და GPS-სიგნალების ხარისხის გასაუარესებლად.
მათივე შეფასებით, მზეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალი აფეთქებებისა და ლაქების გაჩენა ახალი ციკლის დაწყებაზე შეძლება, მიუთითებდეს: მზიური მინიმუმის შემდეგ აქტივობა იზრდება და აფეთქებები სულ უფრო ხშირი ხდება. თუმცა მათი რაოდენობის დადგენა მეცნიერებს მხოლოდ რამდენიმეთვიანი – მინიმუმ, ნახევარწლიანი დაკვირვების შემდეგ შეეძლებათ. ამ დროისთვის კი მეცნიერებს დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რამდენად აქტიური იყო მზე, სხვა პერიოდებთან შედარებით, 2019 წლის ოქტომბერში.


