„საპატრიარქომ როგორ უნდა გამანეიტრალოს, როდესაც თავად ვარ საპატრიარქოს წარმომადგენელი?!“
01/06/2020 12:27:52 საზოგადოება
როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ეშინია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვით. ვინ თეოლოგები ამბობენ რომ მე უნდა გადამიყვანონ პასიურ მდგომარეობაში? ვინ უნდა გადამიყვანოს? ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ“, – განცხადა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ და დასძინა, „შიშები აქვთ სხვა რამის გამო, რადგან ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ“.


