Accentnews.ge
ბავშვთა დახმარების "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

ბავშვთა დახმარების "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

01/06/2020 11:51:05 საზოგადოება

დღეიდან ბავშვთა დახმარების უფასო "ცხელი ხაზი" - 111 ამოქმედდება.

„ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა, მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული 2 თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაერო–ს ბავშვთა ფონდმა იმუშავა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში:

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების "ცხელი ხაზი" ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "ცხელი ხაზი" რამდენიმე სახელმწიფო პროგრამას აერთიანებს და მუშაობს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით.

"ცხელ ხაზზე" დარეკვისას ბავშვებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებენ, მათ შორის, განათლების, სოციალური თუ ჯანდაცვის მიმართულებით.

111 UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) დაფინანსებით შეიქმნა, როგორც საქართველოში მისი წარმომადგენელი, ხასან ხალილი ამბობს, "ცხელი ხაზის" მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S