Accentnews.ge
ნომერ პირველი შეცდომა, რომელიც მოქალაქეებმა შესაძლოა, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ დაუშვან

ნომერ პირველი შეცდომა, რომელიც მოქალაქეებმა შესაძლოა, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ დაუშვან

01/06/2020 10:28:16 საზოგადოება

COVID-19 –ით დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პარალელურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ეტაპობრივად იხსნება საზღვრები, აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვები უქმდება ან მსუბუქდება, მთავრობები და სპეციალისტები მოსახლეობას სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ კვლავ აქტიურად მოუწოდებენ.

„ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ თავს, თუ ერთბაშად მიაწყდებიან ახალდგახსნილ მაღაზიებს, განსაკუთრებით კი პიკის საათებში. რისკი კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ ისინი სავაჭრო ცენტრებს პირბადეების გარეშე ესტუმრებიან“, – აცხადებენ სპეციალისტები.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ეწვიონ მაღაზიებს პირბადის გარეშე, აუცილებლად დაიმუშავონ ხელები საზედინფექციო საშუალებით და გადაუდებელი საჭიროების შეთხვევაში წავიდნენ საყიდლებზე. ამასთან, უწყება მოსახლეობას საყიდლებზე წასვლას დილით ადრე ან დღის ბოლოს, ხოლო თანხის გადახდას კი უნაღდო ანგარიშსწორებით ურჩევს.

„თუ ამ წესებს დაიცავთ, უფრო ადვილად აიცილებთ ხალხმრავლობას, რაც COVID-19 –ით ინფიცირების რისკს ზრდის“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 3–თვიანი დახურვის შემდეგ საქართველოში სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.

დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის – მოლები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, 8 ივნისიდან კი – ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. ამასთან, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 373 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 260 000–ს გადააჭარბა, 2 849 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S