"ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი ახალი კლასტერი გაგვიჩნდა... უკან დაბრუნების სურვილი არ გვაქვს"
01/06/2020 08:30:21 საზოგადოება
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ამოქმედდა ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ყველა სახის ბარები არის გახსნილი, ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის.
„დღეს გვაქვს 11 ახალი გუშინ გვქონდა – 26, გუშინწინ – ცხრა – ეს მოსალოდნელი იყო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, ვერც ერთ ქვეყანა მსოფლიოში ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში ასევე სივრცეში. ჩვენ ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი: ერთ თბილისში და ერთი მარნეულში – სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლის ვირუსის გავრცელების, როგორც დროში, სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, მაშინ როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს არის ის სამოქალქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


