Accentnews.ge
დგება თუ არა მოხსნილი შეზღუდვების ხელმეორედ დაწესების საჭიროება

დგება თუ არა მოხსნილი შეზღუდვების ხელმეორედ დაწესების საჭიროება

01/06/2020 06:39:42 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამდიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ შემსუბუქებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება საჭირო არ გახდება, მიუხედავად ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდისა.

„შეზღუდვების გამკაცრება მგონი, არ დაგვჭირდება: საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება – ყველა კონტაქტი იზოლირებულია და კვლევა წარმოებს. ამდენად, არ მგონია, ამ კლასტერის გაბევრება მოხდეს.

მოგეხსენებათ, ყველზე მძიმე მდგომარეობა იყო სოფლებში გეტასა და მუშევანში. მემგონი, აქაც ბოლომდე გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება, კიდევ კონტაქტებია მოძიებული, კვლევბა წარმოებს“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: 31 მაისს ქვეყნაში კორონავირუსის 26 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 ივნისს – 11.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, 1 ივნისს გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და რესტორნები, რომელთაც ღია სივრცეები აქვთ.

იხილეთ ასევე: შეზღუდვები, რომლებიც 1 ივნისიდან მოიხსნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S