ახალი პაციენტებიდან რვა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება
01/06/2020 06:32:06 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი 11 შემთხვევიდან რვა ე.წ. „საბურთალოს კლასტერს“ მიეკუთვნება, ხოლო სამი პაცენტი მარნეულიდანაა.
„ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გვაქვს“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე ცნობით, უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა თითქმის 80%–ით აჭარბებს პაციენტებისას, რომლებიც ამჟამად კლინიკებში მკურნალობენ.


