Accentnews.ge
"სამედიცინო პერსონალი თვეში 2-ჯერ უნდა იტესტებოდეს, რაც თავიდან დავიცავით, შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები მოეშვნენ. გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება"

"სამედიცინო პერსონალი თვეში 2-ჯერ უნდა იტესტებოდეს, რაც თავიდან დავიცავით, შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები მოეშვნენ. გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება"

31/05/2020 10:54:07 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდებს, პერსონალს პროტოკოლის წესების დაცვით, ყოველ ორ კვირაში ტესტირება ჩაუტარონ.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო პერსონალი ვართ ერთ-ერთი ყველაზე მაღლი რისკის პერსონალი და გავრცელების ერთ-ერთი წყარო. დაინფიცირებულთა 10-დან 20%-მდე მსოფლიოში სამედიცინო პერსონალზე მოდის. ამიტომ დღეს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ სამედიცინო პერსონალი - კოვიდის კლინიკების, ცხელების კლინიკების და სხვა დიდი სამედიცინო ჰოსპიტლების, ე.წ. ემერჯენსის, გადაუდებელი დახმარების, საოპერაციოების, რეანიმატოლოგები უნდა იტესტებოდნენ თვეში ორჯერ, ყოველ 14 დღეში ერთხელ. პირველად ჩვენ ეს დავიცავით, შემდეგ უკვე მოეშვნენ სამედიცინო დაწესებულებები. გუშინ ცირკულარი დაიგზავნა ჩვენგან და კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება",- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19–ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ინფიცირების 18 შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანს უკავშირდება, 4 საკარაინტინე სივრციდანაა, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან [მედიცინის მუშაკი] კონტაქტიდან.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 783-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S