Accentnews.ge
“უკონტროლოდ ერთი ინფიცირებულიც რომ გაიპაროს, შეიძლება, სერიოზული აფეთქება მოხდეს“

“უკონტროლოდ ერთი ინფიცირებულიც რომ გაიპაროს, შეიძლება, სერიოზული აფეთქება მოხდეს“

31/05/2020 11:22:53 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ “უკონტროლოდ ერთი ინფიცირებულიც რომ გაიპაროს, შეიძლება, სერიოზული აფეთქება მოხდეს“.

"დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება, სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19–ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ინფიცირების 18 შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანს უკავშირდება, 4 საკარაინტინე სივრციდანაა, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტიდან.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 783-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S