საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19–ის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
31/05/2020 08:02:47 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19–ის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 605-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.


