გამყრელიძე: "მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია"
30/05/2020 10:32:00 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავტობუსებისგან განსხვავებით, მიკროავტობუსებში წესები სათანადოდ არ არის დაცული.
„29 მაისიდან ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი ვაკვირდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში პატიოსნად იყო დაცული წესები, თუმცა არა მიკროავტობუსში. ეს საკითხი გასაკონტროლებელია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


