Accentnews.ge
"კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მეტი სიფრთხილით უნდა ვიყოთ"

"კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მეტი სიფრთხილით უნდა ვიყოთ"

30/05/2020 10:15:36 საზოგადოება

"ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მეტი სიფრთხილით უნდა ვიყოთ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და დაახლოებით, 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა. რაც შეეხება რეგიონს, ჩვენ ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა გავრცელებით, ასევე მზარდია მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში უკვე შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება და შეიძლება, ვთქვათ უკუსვლა ინფექციის. თუმცა აბსოლუტურ რაოდენობაში მატება არის, მაგრამ ნაკლები, ვიდრე იყო. ამიტომ უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შესაძლოა, დაავადების ახალი შემთხვევები გაიზარდოს. გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა, პანიკაში არ ჩარდნენ და რეკომენდაციებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა კვლავ განაგრძონ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 9000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.

  • თურქეთი: 162 120 ინფიცირებული, 4489 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 4 989 ინფიცირებული, 58 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 8 927 ინფიცირებული, 127 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 396 575 ინფიცირებული, 4 555 გარდაცვლილი

მსოფლიოში COVID-19–მა 367 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა, 2 680 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S